სტრატეგიული ინსტრუმენტები

ორგანიზაციული სკანერი, სტრატეგიული დაგეგმარება და აღსრულება (OKR, KPI, Flight Level model)

Icon

ეჯაილ ტრანსფორმაცია

ეჯაილ ჩარჩოები და მოდელები, პროექტების მართვის მეთოდოლოგიები

Icon

ორგანიზაციული ტრანსფორმაცია

სტრუქტურის დიზაინი, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, შესრულების მართვა

Icon
რას გთავაზობთ?

ჩვენი სერვისები

ჩვენი სერვისები დაგეხმარებათ ორგანიზაციის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ჩვენი დახმარებით შეამცირებთ ორგანიზაციის ზრდის და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ რისკებს.

დაგვიკავშირდით!

ორგანიზაციული სკანერი სპ²

ორგანიზაციული სკანერი გაძლევთ რეალურ, მიუკერძოებელ შეხედულებას, რომელიც დაგეხმარებათ გააცნობიეროთ თქვენი ორგანიზაციის კულტურა, ეფექტურობა და გასაუმჯობესებელი არეები.

OKR მეთოდის დანერგვა

OKRs არის მიზნების დასახვის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს პროდუქტის, სერვისის ან ოპერაციების განვითარების სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებაში.

ეჯაილ ტრანსფორმაცია

ეჯაილ ტრანსფორმაცია კომპანიას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის, აუმჯობესებს პროდუქტის/სერვისის ხარისხს, თანამშრომლების ჩართულობას და კმაყოფილებას, ზრდის პროდუქტიულობას.

სტრუქტურის დიზაინი

მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურა ამარტივებს პასუხისმგებლობის დელეგირების პროცესს, ხელს უწყობს კოლაბორაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის და აუმჯობესებს გუნდურ მუშაობას.

პროცესების ოპტიმიზაცია

Lean მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მოდელი უზრუნველყოფს დანაკარგების იდენტიფიცირებას, შემცირებულ ვადებს და გაუმჯობესებულ ოპერაციულ სისწრაფეს.

შესრულების მართვა

ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ შესრულების მართვის მოდელი, რომელიც მიმართულია თანამშრომელთა პროდუქტიულობისა და ჩართულობის ზრდისკენ.

Shape

რატომ OKR?

OKR მეთოდი უზრუნველყოფს ბიზნეს გეგმების სიცხადეს და გამჭვირვალობას, კომპანიის მიზნებზე ფოკუსირებას, ხელს უწყობს თანამშრომლობის ჩართულობის ზრდას და გუნდურ მუშაობას

რა არის ეჯაილ ტრანსფორმაცია?

ეჯაილ ტრანსფორმაცია არის მასშტაბური ორგანიზაციული პროცესი და გულისხმობს კომპანიაში ეჯაილ ღირებულებებისა და მიდგომების გაზიარებას, რასაც, საბოლოო ჯამში, მაღალეფექტიანი და საერთო მიზანზე ორიენტირებული გუნდების ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ტრანსფორმაციის შედეგად მცირდება პროდუქტების ბაზარზე გასვლის დრო (Time To Market), უმჯობესდება პროგროზირება და ეფექტურობა.

რა არის მოქნილი ორგანიზაციული სტრუტურის სარგებელი?

მოქნილი და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. კომპლექსური და ბიუროკრატიული ორგანიზაციები, ქმნიან კომპლექსურ პროდუქტებს და სერვისებს (Conway's Law), რაც ნაკლებად მიმზიდველია მომხმარებლისთვის. სწრაფად ცვალებადი გარემო და გაზრდილი კონკურენცია, ორგანიზაციებისგან მეტ მოქნილობას მოითხოვს, რაც ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურა ამარტივებს პასუხისმგებლობის დელეგირების პროცესს, ხელს უწყობს კოლაბორაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის და აუმჯობესებს გუნდურ მუშაობას.

რას მივაღწევთ პროცესების ოპტიმიზაციით?

Lean მეთოდოლოგია ფოკუსირებულია დანაკარგების აღმოფხვრასა და პროცესების გამარტივებაზე. არსებული დანაკარგების ოპტიმიზაციის შედეგად მცირდება საოპერაციო ხარჯები. ეს შეიძლება მოიცავდეს ინვენტარის შენახვის ხარჯების შემცირებას, ტრანსპორტირების დაბალ ხარჯებს და რესურსების ოპტიმიზებულ გამოყენებას. პროცესებში დეფექტებისა და შეცდომების შემცირებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქციის ან მომსახურების საერთო ხარისხი. ამ პროცესის შედეგად ასევე იზრდება მომხმარებელთა კმაყოფილება.

რას მოიცავს შესრულების მართვა?

შესრულების მართვის მოდელი მოიცავს თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარების განვითარების გეგმებს, სამუშაოს შესრულების ეფექტურ მეტრიკებს, თანამშრომლების კარიერული გზებსა და პოზიციების დონეებს.

ჩვენი კლიენტები